Сообщения

ანა

Изображение
ა- ისი ნ- ათება ა- ლიონი მე ვარ ანა სულაძე მე-9 საჯარო სკოლის პირველკლასელი.ეს სახელი დედიკომ დამარქვა, მის დედიკოსაც ანა ჰქვია,ე.ი. ბებიას,რომელიც ულამაზესი და ძალზე განათლებული პიროვნებაა. ანა -ძველი ებრაული სახელია და ნიშნავს-საამო, მადლიანი.იგი ღვთისმშობლის დედის სახელია.სახელის ხსენების დღე-16 თებერვალი. ჩემი სახელი ბევრ გამოჩენილ ქალბატონს ჰქვია.ქართველთა სიამაყეა ანა კალანდაძე,ანა ხოშტარია...

თეიმურაზი

Изображение
მე თეიმურაზ ხითარიშვილი წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდან ვარ.ხითარიშვილი-თამარაშვილებიდან მომდინარეობს. თეიმურაზი ირანული სახელია და ძლიერს ნიშნავს.სახელი მამამ დამარქვა ბაბუის საპატივცემულოდ,ასე რომ ოჯახში თეიმურაზ მეორე ვარ. ჩემი ბაბუა ცნობილი სპორტსმენია თავისუფალ ჭიდაობაში.იგი ირიცხებოდა საქართველოს და საბჭოთა კავშირის ნაკრებში.არის ბევრი ჯილდოს მფლობელი. ახლობლები თემურიკოს მეძახიან.

თეკლა

Изображение
მე ვარ თეკლა ჭაჭიაშვილი.ეს სახელი დედამ დამარქვა წმიდა თეკლას სიყვარულით. ქალწულმოწამე თეკლამ თავი უფალს მიუძღვნა.ბერძნულად "თეოს" ნიშნავს ღმერთს და სახელი "თეკლა"-ღმერთის დიდებას. თ- თავმდაბალი ე- ენატკბილი კ- კეთილშობილი ლ- ლმობიერი ა- ლერსიანი

ნია

Изображение
მე ნია კირვალიძე ვცხოვრობ ქუთაისში.ვსწავლობ პირველ კლასში. როცა ჩემი მშობლები, ჩემს დაბადებას ელოდნენ გადაწყვეტილი ჰქონდათ"ლიზი"დაერქმიათ.მეც გავჩნდი და მამიკო დაბადების მოწმობის ასაღებად მმაჩის ბიუროში მივიდა.იქ ვიღაც უცნობ ადამიანს ბავშვისთვის "ნია" დაურქმევია.მამიკოს მოეწონა ეს სახელი და ლიზის ნაცვლად "ნია" დამარქვა. რას ნიშნავს ეს სახელი არ ვიცი.არც ის ვიცი რომელიმე გამოჩენილ ადამიანს თუ ჰქვია. ჩემი ნათლობის სახელია "ნინო". მე ძალიან მომწონს ჩემი სახელი. ახლობლები "ნიაკოს"მეძახიან. მე გული მწყდება,რომ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ჩემს სახელთან დაკავშირებით,ბებო ვერ დამეხმარა,მაგრამ გავიზრდები და თვითონ მოვიპოვებ მასალებს.

ილია

Изображение
მე ვარ ილია მამაგეიშვილი.ვცხოვრობ ქუთაისში.ვსწავლობ მე-9 სკოლის პირველ კლასში.დედამ მითხრა,რომ ჩემი სახელი-ილია ძვ.ებრაული წარმოშობის ყოფილა და "იაჰვე"-ნიშნავს "ღმერთი ჩემი".ილია ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია,მისი ძველი ფორმაა-"ელია".ბერძნულ მითოლოგიაში ელია ამინდისა და ჭექა-ქუხილის ღმერთად ითვლებოდა.ილია ფართოდ არის გავრცელებული საქართველოშიც და მიღებული აქვს მნიშვნელობა "მზიანისა" და "მზიურისა".ილია მამამ დამარქვა,ბაბუის საპატივცემულოდ.მე ილია მესამე ვარ.ილია ბევრ გამოჩენილ პიროვნებას ერქვა.საკმარისია გავიხსენოთ მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე.ილია გახლავღ საქართველოსუწმინდესი და უნიტარესი პარრიარქი.ჩემი სახელის არაოფიციალური ფორმაა"ილიკო".მე ძალიან მომწონს ჩემი სახელი და მსურს ბიყო ამ სახელის ღირსეული მატარებელი